შემდეგი ორი თვის განმავლობაში კერძო ტელეცენტრები, ტელეცენტრთა ქსელები, საჯარო ბიბლიოთეკები, ICT (საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების) კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, და ათასობით ევროპელი offliner-ი ჩაერთვება ასობით აქტივობაში, საწვრთნელ ღონისძიებებში, სემინარებში და სხვა. კამპანია დასრულდება კვირეულით Get Online (ჩაერთეთ ინტერნეტში), რომელიც 28 თებერვილიდან 5 მარტამდე ჩატარდება.
კვირეული Get Online ( ჩაერთეთ ინტერნეტში) არის კამპანია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ხორციელდება კომპიუტერის ახალბედა მომხმარებლების ინტერნეტ ქსელში ჩასართველად. 2010 წლის მარტში კამპანია ევროპის e-უნარების განვითარების კვირეულის ნაწილი იყო და მასში 70 000 ადამიანი ჩაერთო.
კვირეული Get Online ( ჩაერთეთ ინტერნეტში) მიზნად ისახავს:
- მეტი ადამიანი ჩაერთოს ინტერნეტში (სამიზნე ჯგუფს ის ევროპელები წარმოადგენენ, რომლებსაც არასდროს არ უსარგებლიათ ინტერნეტით).
- აამაღლოს გათვითცნობიერებულობა მედიის და სხვა საშუალებებიდ საშუალებით იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობას.
კამპანიის სამიზნე ჯგუფებია:
- · ის მოქალაქეები, რომლებიც არ გამოიყენებენ ინტერნეტს - (Firs Click – უფასო პროგრამა კომპიუტერის მოხმარების დასაუფლებლად -http://www.trainingwa.wa.gov.au/firstclick/detcms/portal/)
- · უმუშევარი, ან უმუშევრობის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა – ონლაინ განცხადებები სამუშაოს შესახებ – Jobs Online www.jobsonline.net
- · ეროვნული უმცირესობები, ემიგრანტები – ელექტრონული მოქალაქეობა (სახელმწიფო მართვის ონლაინ სამსახურები) – eCitizenship http://www.clas.wayne.edu/citizenship/upload/index.php
- · ინტერნეტის ხანდაზმული მომხმარებლები – Senior Surders http://www.nscseniorsurfers.com/
- · მდედრობითი სქესის ინტერნეტ მომხმარებლები – Women Online http://www.wowwomen.com/
- · ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფი – ონლაინ მომსახურება (მაგ. საბანკო მომსახურება)
კვირეულში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.ph-int.org/getonline/stakeholders.php
ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: http://getonlineweek.eu/about/