ტრენერები

სანდრო ასათიანი დაიბადა ქალაქ თბილისში, საქართველო. 1995 წელს სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მიიღო ბაკალავრის ხარისხი წიგნის ილუსტრაციაში, შემდგომში სწავლა განაგრძო ფლორენციის სახელოვნებო აკადემიაში (Academia di Belle Arti Firenze, 2005-2009), შემდეგ კი მინიაპოლისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში (Minneapolis College of Art and Design, 2008).
სანდრო ასათიანი მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (კურსით “ახალი მედია”_ჟურნალისტებისათვის), ჯიპა_საზოგადოებრივ მეცნიერებათა ქართულ ინსტიტუტში (კურსით “კომპიუტერი და ინტერნეტ ტექნოლოგიები”), საქართველოს უნივერსიტეტში, (კურსით “ონლაინ კომუნიკაცია”_პიარ მენეჯერებისათვის, კურსით “ონლანინ კომუნიკაციები და “ახალი მედია”_ჟურნალისტებისათვის), კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (კურსით “გრაფიკული დიზაინი”); ამჟამად, სანდრო ასათიანს უკავია მთავარი დიზაინერის პოსტი გაზეთ “პრაიმ-ტაიმში”.
სანდრო ასათიანი 2008 წლის განმავლობაში მუშაობდა პროგრამისტის თანამდებობაზე კომპანიაში_ “United Communication” (Florence, Italy),
2005-2007 წლებში დიზაინერისა და პროგრამისტის თანამდებობაზე კომპანიაში “Nik.ge” (Florence, Italy), ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ასათიანმა გაუწია ტექნიკური უზრუნველყოფა ფლორენციის ბიენალეს (2006-2008), იქვე, ქალაქ ფლორენციაში, გამომცემლობამ “ლიბრი-ლიბერი” გამოსცა სანდრო ასათიანის 12 წიგნი, მისივე ილუსტრაციებით. მანამდე, ჟურნალ “ანაბეჭდში” დიზაინერად მუშაობისას, (2004-2005) სანდრო ასათიანმა შექმნა ჟურნალის ლოგო. სანდრო ასათიანი 1997-2000 წლებში სადიზაინერო სამსახურს უწევდა გამომცემლობას “დიოგენე”.
სანდრო ასათიანს შემოქმედებით ვებ დიზაინერად ახასიათებს მისი შექმნილი ინტერნეტ გვერდები: www.ptpress.ge, www.consorziotoscanaeventi.it, www.diogene.gewww.studioabba.com, www.residenceorsini.itwww.world-art-vision.com, www.kiwipress.it, www.cce.unifi.it/relint/ ,
მის ბოლო პროექტს, Beat _ The first Georgian on-line magazine, გამოხმაურება მოჰყვა ქართულ მედია-საშუალებებში. გარდა ამ ტიპის პროექტების და პედაგოგიური აქტივობისა, სანდრო ასათიანი უძღვება საკუთარ ვირტუალურ გამომცემლობას “სანდროს წიგნები”.
ემაილი: info@sandroasatiani.com
ვებგვერდი: www.sandroasatiani.com
ბლოგი: www.sandroasatiani.wordpress.com

დოდი ხარხელი (დოდკა) – ბლოგერი, სოციალური მედიის კონსულტანტი, ტრენერი, სპიკერი.

  • საქართველოს ყველაზე დიდი ფორუმის, forum.ge ადმინისტრაციის წევრი.
  • ბლოგერი 2005 წლიდან, ქართულ ბლოგოსფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგი, dodka.ge.
  • კრეატიული ონლაინ-ვორქშოფის, artidea.ge დამფუძნებელი.
  • პირველი ქართული სოციალური ქსელის, face.ge – თანადამფუძნებელი.
  • პოპულარული გასართობი დეზინფორმაციული სააგენტოს, ni2 news-ის თანადამფუძნებელი.
  • ქართული ბლოგ-აგრეგატორის, ბლოგების კატალოგის blogroll.ge თანადამფუძნებელი.
  • ვებდიზაინის სტუდიის, design.ge კონსულტანტი.

დეტალურად იხილეთ აქ: დოდკას ბლოგი