თბილისის შეხვედრა

სექტემბერში სანდრო, ნანა და მე (დოდკა) თბილისში ჩატარებული ტრენინგების სტუდენტებს შევხვდით.

შეხვედრა ისევ იქ გაიმართა, სადაც ტრენინგები გვქონდა, საქართველოს უნივერსიტეტში. ის ოთახი კიდევ დიდხანს არ დაგვავიწყდება არავის ალბათ. ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი, უზარმაზარი ფანჯრებიდან შემოჭრილი მზე, 30 ჩართული კომპიუტერისგან კიდევ უფრო უარესად გახურებული ოთახი და ერთადერთი ვენტილატორი, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფერს აგრილებდა, თუ მაინც და მაინც თავს არ შეყოფდი შიგნით. 🙂

საბედნიეროდ, ამ შეხვედრაზე უკვე იმდენად აღარ ცხელოდა და მხიარულად და აქტიურად გავატარეთ 2 საათი.

თბილისის შეხვედრას 17 სტუდენტი დაესწრო. ზოგმა ინდივიდუალური, ზოგმა კი ჯგუფური პროექტების შესახებ მოგვიყვა. გვითხრეს, თუ რა გააკეთეს აქამდე, რას აპირებენ მომავალში და დაგვპირდნენ, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად უფრო გააქტიურდებიან. დაგროვილი კითხვებიც დასვეს და, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ერთმანეთსაც უპასუხეს უამრავ შეკითხვაზე.

რამდენიმე ბლოგის პროგრესმა აღმაფრთოვანა. დარწმუნებული ვარ, ბავშვები ამ პროექტის დასრულების მერეც გააგრძელებენ ბლოგერობას, საინტერესო პოსტების წერას, ინფორმაციის მოძიებას და სხვისთვის გაზიარებას.

ჩვენ ყველას შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა და მთლიანად სამყარო სულ ცოტათი მეტად უკეთესობისკენ.  მინდა, რომ ყველამ გაიაზროს, ამის გაკეთება არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ უკვე ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ თქვენი ბლოგებით.

This entry was posted in SMS აქტივობები, SMS სიახლეები. Bookmark the permalink.

4 Responses to თბილისის შეხვედრა

  1. zurextube ამბობს:

    ძააან მაგარი იყოო 🙂 იმედია ისევ მალე შევხვდებით რამოდენიმე პროექტი დამრჩა გაასაკეთებელიიი ^^

  2. nicktsotniashvili ამბობს:

    კი მაგარი იყო ძაან, იმედია ჩემი ბლოგი შევა საუკეთესოებში 😀 და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს შემიძლია წამოვიყვანო ბავშვი რომელსაც მე გავაკეთებინე ბლოგი?

  3. socialmediaatschool ამბობს:

    ნიკა, პრობლემა არ არის, შეგიძლია წამოიყვანო! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s