ბლოგის შესახებ

2010 წლის მაისში, ამერიკული ორგანიზაცია PH International – საქართველო, საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი კომპონენტის განხორცილება, რომლის მიზანია საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეთა შორის სოციალური მედიის საშუალებების გამოყენების უნარ–ჩვევათა განვითარება მათი სამოქალაქო აქტიობის გაზრდა–გაუმჯობესების მიზნით. ამ ახალ კომპონენტს ეწოდა ”სოციალური მედია სკოლებში პროგრამა” და თქვენ, ზუსტად ამ კომპონენტის ვებგვერდის სტუმარი ბრძანდებით.

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით და ის 2008 წლის აპრილიში დაიწყო. საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს:

– საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას; 
– არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ცნობიერების გაზრდისა  და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცავებს შორის ნდობის გაღვივება – განვითარების გზით;
– მოზარდთა მიერ კანონის უზენაესობის აღიარებას რომ ეს უკანასკნელნი თავდაჯერებულ,  კომპეტენტურ, მზრუნველ და კონონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

სოციალური მედია, ეს ის ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს სოციალურ საკითხებზე. ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლე საქართველოს მასშტაბით ქმნის საკუთარ სოციალურ მედია პროექტებს და ისინი საკუთარი თემებისათვის სასიკეთო ცვლილებების აგენტებად გვევლინებიან. პროექტის ორგანიზატორები და ტრენერები კი მათ, მათ მიერ შექმნილი სოციალური მედია პროექტების დახვეწა-განვითარებაში რეგულარულად ეხმარებიან.

ბმულების გვერდზე იხილეთ ყველა ის ინტერნეტ პროექტი, რომელსაც ამ პროგრამის კურსდამთავრებულები უძღვებიან.